logo_geo
სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში ჯუანშერ ბურჭულაძე აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა
- +

5 ოქტომბერი. 2021. 12:40

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე აზერბაიჯანელ და თურქ კოლეგებს კახეთში, წინანდალში მასპინძლობს. აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივი მინისტერიალი დღეს ოფიციალურად გაიხსნა.

 

პირველი ორმხრივი შეხვედრა თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან გამართა. აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრთან, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვთან საუბრისას, განსაკუთრებული ადგილი დაეთმო რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის საკითხებს, ასევე ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებებს. საუბარი შეეხო საქართველოში ჩატარებულ მრავალეროვნულ ერთობლივ სამხედრო წვრთნებში აზერბაიჯანელი სამხედროების მონაწილეობას და ამ კუთხით სამომავლო თანამშრომლობის გეგმებს. ასევე, აღინიშნა საჩხერის სამთო მომზადების სკოლის კურსებში აზერბაიჯანელი სამხედროების მონაწილეობა. ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის ინტენსივობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია, რადგან ხელს უწყობს სამხედროებს შორის პოზიტიური კავშირების ჩამოყალიბებას და ურთიერთთავსებადობის ზრდას.

 

შეხვედრის დასასრულს, ჯუანშერ ბურჭულაძემ და გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირ ჰასანოვმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი.

 

 

big_banner
არქივი