logo_geo
გუდაურში დიდი თოვლის გამო მოძრაობა შეზღუდულია
- +

6 ოქტომბერი. 2021. 10:05

 

 

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ შესაბამის აღდგენით სამუშაოებს, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს საავტომობილო მიმოსვლის სრულად აღდგენა.

big_banner
არქივი