logo_geo
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 28 პაციენტი გარდაიცვალა
- +

7 ოქტომბერი. 2021. 11:13

 

 

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 28 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

 

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 9 162-ს შეადგენს.

 

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 2 228 პირს დაუდასტურდა, 1 711 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

big_banner
არქივი