logo_geo
ხათუნა ჟორდანია: როგორც კი გაიგო, რომ კარგად ვარ, ვიჩხუბეთ, გავარდა ბორჯომში და მომწერა, დავამთავრე შენთან ურთიერთობა, აღარასოდეს მოვბრუნდებიო
- +

7 ოქტომბერი. 2021. 13:48

 

ხათუნა ჟორდანიამ და ზურა ხაჩიძემ „პოსტ ალიონის“ ეთერში პირად ურთიერთობაზე გულწრფელად ისაუბრეს.

 

როგორც მათ აღნიშნეს, თანაცხოვრების დროს ბევრი სირთულე გამოიარეს, თუმცა, კომპრომისების ფონზე, მათ ოჯახის შენარჩუნება მოახერხეს.

 

აღსანიშნავია, რომ ცნობილი წყვილი უკვე 22 წელია დაოჯახებულია.

 

„იმ დღესვე, როგორც კი გაიგო, რომ კარგად ვარ, რაღაცაზე ვიჩხუბეთ, გავარდა ბორჯომში და იქიდან მომწერა, დავამთავრე მე შენთან ურთიერთობა, აღარასოდეს აღარ მოვბრუნდები უკანო…

 

ერთ კვირაში გადაუარა… ვხუმრობ, რა თქმა უნდა, მაგრამ რთულია ძალიან, ბევრი ქარტეხილით სავსე იყო ჩვენი ცხოვრება იმიტომ, რომ ბევრი მძიმე პერიოდი გამოვიარეთ ერთად.

 

ყველას გასაგონად, განსაკუთებით კი ახალგაზრდებისთვის, მინდა ვთქვა, რომ არ არის ადვილი ცოლქმრობა. როდესაც დავდიოდით, სულ სხვანაირი იყო ჩვენი ურთიერთობა, როდესაც ერთ ტერიტორიაზე დავიწყეთ ცხოვრება, ბევრი სირთულე მოჰყვა, კარგიც იყო და ბევრი ცუდიც.

 

არ იფიქროს ვინმემ, რომ ასე მხიარულად მოვდივართ, არა, ბევრი დათმობა იყო ჩემი მხრიდან, ბევრი დათმობა იყო ზურას მხრიდანაც და ასე თუ ისე, რაღაცნაირად შევინარჩუნეთ ოჯახი“, - აცხადებს ხათუნა ჟორდანია.

 

ახალგაზრდებს მეც მინდა ვუთხრა, რომ როცა ერთმანეთთან რაღაცას ვერ ალაგებთ, არ არის გამოსავალი დაშორება.

 

იმიტომ, რომ როცა გიყვარს ადამიანი, კომპრომისზე მიდიხარ.

 

ხათუნამაც ზუსტად ის თქვა, რომ კომპრომისებზე წასვლა არის სიყვარულისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ურთიერთობის გადარჩენისთვის.

 

დარწმუნებული ვარ, ყველას ურთიერთობაში, ვინც შეყვარებულია, ვისაც ურთიერთობაში ბევრი წელი აქვს გავლილი, იქ ყოველთვის მნიშვნელოვანი გადამრჩენი ფაზა არის კომპრომისი“, - აღნიშნა ზურა ხაჩიძემ.

 

 

right_banner big_banner
არქივი