logo_geo
ბრიჯიტა: სამყარო გვამზადებს უდიდესი გამოცდისთვის...
- +

7 ოქტომბერი. 2021. 14:45

 

ასტროლოგი ბრიჯიტა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და საზოგადოებას ოქტომბრის შუა რიცხვებში არსებულ საფრთხეებზე აფრთხილებს.

 

ასტროლოგი საზოგადოებას ურჩევს, 10 ოქტომბერს მოაწყონ შაბათობა და გაისუფთავეთ ცხოვრება მაჯლაჯუნებისგან.

 

„ოქტომბრის შუა რიცხვებიდან იგრძნობთ ენერგიების 180 გრადუსით შემოტრიალებას!

 

ეცადეთ, 18 ოქტომბრამდე გადააწკრიალოთ სახლის ყველა კუთხე-კუნჭული, უჯრა, სათავსი, ფანჯრები და ასე შემდეგ (უკეთესია, თუ 10 ოქტომბერს მოაწყობთ შაბათობას), ასევე გაისუფთავეთ ცხოვრება მაჯლაჯუნებისგან…

 

სამყარო გვამზადებს უდიდესი გამოცდისთვის, რომელიც 2022 წელს სხვანაირად ჩაგვაფიქრებს, ვინ ვართ და საით მივექანებით… ბევრს „საშემოდგომო“ გამოჰყვება…

 

ბედნიერი ვიქნები, თუ ბევრი ხუთოსანი მეყოლება ირგვლივ.

ბაბუა სატურნი ყველას გვაკვირდება, იღიმება ოდნავ თვალებმოჭუტული, მართლმსაჯულების კომბლებს თლის, ჭერში აწყობს და ვინც კიდევ ვერ მოვა აზრზე - თავში ჩასცხობს…

მოხუც ბერიკაცს, გადარეული და ენერგიული მარსის ახალი ციკლიც ემატება სასწორში და მოკლედ, „არ მოვიწყენთ“.

 

P.S. თქვენი არ ვიცი და სადღაც 1 თვეა უკვე, თითებზე ვითვლი, ახალი წელი როდის მოვა.

 

ასტროლოგიურად არ არის კარგი, ახალი წლის დეკორაციები სახლში ადრიანად, თორემ დიდი სიამოვნებით ავაბრჭყვიალებდი აქაურობას უკვე.

წარმატებები ყველას“, - წერს ბრიჯიტა.

 

 

big_banner
არქივი