logo_geo
საავტომობილო გზების განვითარებისთვის სოციოლოგიური კვლევა ჩატარდება
- +

3 მაისი. 2017. 15:57



მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, 4-5 მაისს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი და  კომპანია „Rebel Group", ერთდროულად 6 სხვადასხვა წერტილზე, საავტომობილო გზების განვითარებისათვის მოძრაობის ინტენსივობის კვლევას  და სოციოლოგიურ გამოკითხვას ჩაატარებს.


კვლევა ჩატარდება შემდეგ წერტილებში: მარნეული-რუსთავის მონაკვეთზე, სომხეთის საზღვრის მიმართულებით, თბილისი-რუსთავის ჩქაროსნულ მაგისტრალზე, მცხეთიდან რუსეთის ფედერაციის საზღვრის მიმართულებით, ხაშურიდან ბორჯომის მიმართულებით, სამტრედიაში და ქობულეთი-ციხისძირის მონაკვეთზე.


კვლევის ფარგლებში, ინტერვიუერები გამოჰკითხავენ  აღნიშნულ მიმართულებებზე მოძრავი ავტოტრანსპორტის მძღოლებს და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საინფორმაციო ბუკლეტებს დაურიგებენ. გამოკითხვასთან ერთად, ზემოაღნიშნულ წერტილებში დამონტაჟდება ავტომატური სათვლელი აღჭურვილობები, რომლებიც 7 დღის განმავლობაში დაითვლიან ავტოტრანსპორტის მოძრაობის ინტენსივობას.


სოციოლოგიური კვლევა ნებაყოფლობითია. საავტომობილო გზების დეპარტამენტი მადლობას უხდის ყველა იმ მძღოლს, რომელიც  კვლევაში მიიღებს მონაწილეობას.




 

big_banner
არქივი