logo_geo
ენდრიუ ლოიდ ვებერს ისე არ მოეწონა თავისი მიუზიკლის „კატების“ ეკრანიზაცია, რომ ძაღლი აიყვანა
- +

7 ოქტომბერი. 2021. 16:35

 

კომპოზიტორმა ენდრიუ ლოიდ ვებერმა თავისი მიუზიკლის „კატების“ ეკრანიზაციის შემდეგ ძაღლის აყვანა გადაწყვიტა. ამის შესახებ მან „Variety“-სთან ინტერვიუში განაცხადა.

 

ვებერის თქმით, 2019 წლის ფილმი, რომლის რეჟისორიც ტომ ჰუპერია, შეცდომა იყო.

 

„კატები“ დიდი შეცდომა იყო. როცა ფილმი ვნახე, ვიფიქრე: „ო, ღმერთო, არა“. და პირველად პლანეტაზე გატარებული 70 წლის განმავლობაში ძაღლის აყვანა გადავწყვიტე. ასე რომ, ამ ფილმიდან ერთი კარგი რამ მაინც გამოვიდა“, - განაცხადა ვებერმა.

 

მან სახალისო ისტორიაც მოყვა იმის შესახებ, თუ როგორ დაითანხმა ერთ-ერთი ავიაკომპანია თავისი ოთხფეხა მეგობრის ბორტზე აყვანაზე. ნიუ-იორკში მგზავრობამდე ვებერმა ავიაკოპანიას წერილი მისცა და განმარტა, რომ ძაღლი მის გვერდით უნდა იყოს, რადგან ის „ემოციურად განადგურებულია“. კომპანიაში ამის დადასტურება სთხოვეს, რაზეც კომპოზიტორმა უპასუხა: „უბრალოდ შეხედეთ, რა დამართა ჰოლივუდმა ჩემს მიუზიკლს „კატები“.

 

ამის შემდეგ კომპანიამ მას კომპანიონი-ძაღლის სალონში გადაყვანის უფლება მისცა.

 

„კატები“ ეკრანებზე 2019 წლის დეკემბერში გამოვიდა. სურათში მთავარ როლებს ტეილორ სვიფტი, რებელ უილსონი, იენ მაკკელენი, ჯენიფერ ჰადსონი, ჯეიმს კორდენი, ჯუდი დენჩი და იდრის ელბა ასრულებენ. სურათმა „ოქროს ჟოლოზე“ 6 ნომინაციაში გაიმარჯვა, მათ შორის კატეგორიაში „წლის ყველაზე ცუდი ფილმი“.

 

 

big_banner
არქივი