logo_geo
როგორ სახლში ცხოვრობს თენგიზ ცერცვაძე მეუღლესთან ერთად და როგორია მათი სიყვარულის ისტორია
- +

7 ოქტომბერი. 2021. 17:03

 

ცნობილ ინფექციონისტს თენგიზ ცერცვაძეს და მის მეუღლეს „პრაიმ შოუს“ გადამღები გუნდი  დაბა ქვიშხეთის აგარაკზე ესტუმრა.

 

წყვილმა გადაცემაში მათი სიყვარულის ისტორია მოჰყვა, თუ როგორ გაიცნეს ერთმანეთი.

 

„ჩვენი ამბავი დაიწყო დიდი ხნის წინ, კლინიკაში. ანა ჩემზე რამდენიმე წლით უმცროსია და მოხვდა იმავე კლინიკაში, იქ გავიცანით ერთმანეთი. მე თავიდანვე გულში ჩამივარდა, თვითონ არ ვიცი. ვცდილობდი, ხშირად შევხვედროდი და მეტი დრო გამეტარებინა მასთან. არ ყოფილა ტრაფარეტული ეპიზოდი, როდესაც ერთი მეორეს უტყდება სიყვარულში. თვითონ სიტუაციამ შექმნა ისეთი გარემო, რომ ამის თქმა ზედმეტი იყო. ჩვენი გაცნობიდან დიდი ხანი გავიდა დაქორწინებამდე, მაგრამ ეს ერთგვარად შეიძლება პოზიტივიც იყო, რადგან ჩვენმა ურთიერთობამ წლებს გაუძლო და როდესაც დავქორწინდით, უკვე არ იდგა ის კითხვის ნიშანი, ჩვენი ოჯახი და წყვილი წარმატებული იქნებოდა თუ ერთმანეთს ვერ გავუგებდით და დავცილდებოდით“, - ამბობს თენგიზ ცერცვაძე.

 

 

 

big_banner
არქივი