logo_geo
ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელიც ყველაფერს დათმობს, რომ ქორწინება შეინარჩუნოს
- +

8 ოქტომბერი. 2021. 22:49

 

 

მათ ლექსიკაში არ არსებობს სიტყვა „განქორწინება“. წარუმატებელი ქორწინების დროსაც კი ისინი ბოლომდე იბრძვიან ოჯახის შესანარჩუნებლად.

 

კურო

 

როდესაც კურო ცხოვრების მეგზურს ირჩევს და ქორწინების ფიცს დებს, გულწრფელად სწამს, რომ ეს კავშირი მრავალი წლის განმავლობაში გაგრძელდება და საყვარელ ადამიანთან მხოლოდ სიკვდილი დააშორებს.

 

თუნდაც იმედგაცრუებული დარჩეს და ბედნიერი ოჯახი არ შედგეს, კურო არასოდეს ჩქარობს განქორწინებას. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დაოჯახებული ადამიანის სტატუსის შენარჩუნება და წარმატებული ქორწინების ილუზიის შექმნა.

 

ამასთან, ზოდიაქოს ეს ნიშანი ვნებიანი ბუნებისაა და მისთვის ინტიმური მხარე ძალიან მნიშვნელოვანია. კურო განქორწინებას მხოლოდ იმ შემთხვევაში თანხმდება, თუ პარტნიორი სექსუალურად უინტერესო ხდება.

 

თხის რქა

 

ხშირად თხის რქები თავიანთი უემოციო და თავშეკავებული ქცევით გარშემო მყოფ ადამიანებში არასწორ წარმოდგენას ქმნიან. ბევრს ჰგონია, რომ ისინი ცივები და ანგარებიანები არიან და ოჯახის შექმნა არ აინტერესებთ. სინამდვილეში, თხის რქები ოჯახური კერის ნამდვილი მცველები არიან.

 

ამ ნიშნის მამაკაცები ერთგულებით გამოირჩევიან, ხოლო ქალები მზრუნველი დიასახლისები და მოსიყვარულე ცოლები არიან.

 

თხის რქებისთვის ოჯახის დანგრევა კატასტროფის ტოლფასია და ყველაფერზე წავლენ, რომ მოვლენების ასეთი განვითარება თავიდან აიცილონ.

 

თევზები

 

მათ სიტყვა „განქორწინებაც“ კი აშინებთ. თუ ქორწინება პარტნიორის ინიციატივით წყდება, თევზები ნამდვილ ტანჯვას განიცდიან და დიდხანს ვერ მშვიდდებიან.

 

თევზები ქორწინებაში სასიყვარულო ურთიერთობებს აღმერთებენ. ისინი მეუღლის მიმართ ძლიერ და მტკივნეულ დამოკიდებულებას განიცდიან, რაც ხშირად ეჭვიანობამდე მიდის.

 

მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, თევზები ყველაფერს გააკეთებენ, რომ ქორწინება შეინარჩუნონ.

 

 

 

big_banner
არქივი