logo_geo
რიგ ქვეყნებში Facebook-ისა და Instagram-ის მუშაობაში შეფერხება ფიქსირდება
- +

9 ოქტომბერი. 2021. 01:00

 

 

რიგ ქვეყნებში Facebook-ისა და Instagram-ის მუშაობაში შეფერხება ფიქსირდება. შესაბამის მონაცემებს საიტი Downdetector-ი ავრცელებს.

 

კერძოდ, Facebook-ისა და Instagram-ის მუშაობაში შეფერხება შემდეგ ქვეყნებში დაფიქსირდა: აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა, გერმანია, ნიდერლანდები, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია და რუსეთი.

 

მომხმარებლები იუწყებიან, რომ აღნიშნული სერვისების საიტი ცუდად მუშაობს და ასევე პრობლემები ექმნებათ მობილურ აპლიკაციებში შესვლისას.

 

5 ოქტომბერს, კომპანია Facebook-ის კუთვნილი აპლიკაციები, Facebook-ი, Messenger-ი და Instagram-ი 6 საათის განმავლობაში არ მუშაობდა. კომპანიაში განაცხადეს, რომ ქსელური პრობლემები ჰქონდათ.

 

 

 

right_banner big_banner
არქივი