რიგ ქვეყნებში Facebook-ისა და Instagram-ის მუშაობაში შეფერხება ფიქსირდება. შესაბამის მონაცემებს საიტი Downdetector-ი ავრცელებს.
კერძოდ, Facebook-ისა და Instagram-ის მუშაობაში შეფერხება შემდეგ ქვეყნებში დაფიქსირდა: აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა, გერმანია, ნიდერლანდები, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია და რუსეთი.
მომხმარებლები იუწყებიან, რომ აღნიშნული სერვისების საიტი ცუდად მუშაობს და ასევე პრობლემები ექმნებათ მობილურ აპლიკაციებში შესვლისას.
5 ოქტომბერს, კომპანია Facebook-ის კუთვნილი აპლიკაციები, Facebook-ი, Messenger-ი და Instagram-ი 6 საათის განმავლობაში არ მუშაობდა. კომპანიაში განაცხადეს, რომ ქსელური პრობლემები ჰქონდათ.