logo_geo
წმინდა საყდრის საელჩო: ვლოცულობთ ბათუმის ტრაგედიის მსხვერპლთა სამუდამო განსვენებისთვის და გადარჩენილებისთვის
- +

10 ოქტომბერი. 2021. 01:24

 

საქართველოში წმინდა საყდრის საელჩო ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს უსამძიმრებს.

 

„რომის პაპის, ფრანცისკეს სამოციქულო ნუნციატურა უერთდება მთელ საქართველოს ფიქრებით და ლოცულობს ბათუმის ტრაგედიის მსხვერპლთა სამუდამო განსვენებისთვის და გადარჩენილებისთვის, რათა მათ ჰქონდეთ ნუგეში თავიანთ რწმენაში. მადლიერებას გამოვხატავთ ყველა დამხმარეს მიმართ“, – ნათქვამია წმინდა საყდრის საელჩოს მის „ტვიტერით“ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.

 

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. დაიღუპა ცხრა და დაშავდა ერთი ადამიანი.

 

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 11 ოქტომბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

 

 

big_banner
არქივი