logo_geo
ვაქცინაციის წამახალისებელ ლატარიაში 10 ათასი ლარი კიდევ ერთმა ადამიანმა მოიგო
- +

10 ოქტომბერი. 2021. 16:54

 

 

 

Stopcov.lotto.ge-ზე ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარიის მეოთხე ყოველკვირეული გათამაშების შედეგები გამოქვეყნდა.

 

როგორც ვებგვერდზეა მითითებული, 10 ათასი ლარი მოიგო პიროვნებამ, რომლის ინიციალებიცაა ხ.მ. ის ბათუმში, „სინოვაკით“ აიცრა.

 

ამასთან, ყოველკვირეულ გათამაშებაში, სამმა ადამიანმა მოიგო 5000-5000 ლარი, ოთხმა ვაქცინირებულმა - 1500-1500 ლარი, ცხრა ადამიანს კი 1000-1000 ლარი ერგო.

 

STOPCOVID - ლატარია „აიცერი და მოიგე“ იმართება საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ვაქცინაციის პროცესის სტიმულირების მიზნით. ლატარია დაიწყო 13 სექტემბერს, ხოლო პირველი გათამაშება 14 სექტემბერს შედგა. 27 დეკემბერს დასრულდება ყოველდღიური და ყოველკვირეული გათამაშება, ხოლო 31 დეკემბერს გაიმართება შემაჯამებელი გათამაშება.

 

გათამაშების დაწყებიდან დღემდე, 4 371 გამარჯვებული გამოვლინდა. მოგებული თანხის ჯამური მაჩვეებელი 660 000 ლარია.

 

 

 

big_banner
არქივი