logo_geo
ვახტანგ გომელაური: მადლობა ყველას, ვინც გვერდით დაუდგა ამ ოჯახებს და კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მათ
- +

11 ოქტომბერი. 2021. 15:12

 

 

„მადლობა ყველას, ვინც გვერდით დაუდგა ამ ოჯახებს და კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მათ. ეს ნამდვილად ძალიან მძიმე და რთული ტრაგედიაა“,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა, სადაც დაღუპულთა პანაშვიდზე იმყოფებოდა.

 

„ნამდვილად ძალიან ტრაგიკული და ვიტყოდი, რომ ჯოჯოხეთური ღამე იყო ჯერ ოჯახის წევრებისთვის და შემდგომ ყველა ჩვენგანისთვის. ყველა ერთად ვცდილობდით გადაგვერჩინა ეს ადამიანები. მადლობა ყველას, ვინც გვერდით დაუდგა ამ ოჯახებს და კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მათ. ნამდვილად ძალიან მძიმე და რთული ტრაგედიაა“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

 

 

big_banner
არქივი