logo_geo
მანუჩარ კაჭახიძე: დაკარგული ლექსი ნაპოვნია!
- +

4 მაისი. 2017. 00:10

 

„ამოვისუნთქავ მე თავისუფლად, როს გავიხსენებ, რომ საქართველო არსებობს ქვეყნად!" - ევტუშენკოს ლექსს ამ სიტყვებით ათეული წელი ვეძებდი.


ამ ლექსის არსებობის შესახებ ჩემი უფროსი მეგობრისგან შევიტყვე ამ ათიოდე წლის წინ.


თურმე, 70-იან წლების მიწურულს, უნივერსიტეტის ეზოში, სტუდენტებს შორის ხელნაწერის სახით ვრცელდებოდა, ხელიდან ხელში გადადიოდა ეს ლექსი.


მას შემდეგ ვეძებდი. ავტორის თითქმის ყველა პოეტური კრებული მოვიძიე (პერიოდულ პრესაზე ხელი არ მიმიწვდებოდა).


არსად ჩანდა.


არადა, ვიცოდი მხოლოდ ბოლო ფრაზა, რომელიც სხვადასხვა წერილებში მხვდებოდა ევტუშენკოს ფრაზად, მაგრამ ორიგინალი, სრული ლექსი აღარსად ჩანდა.


როგორც იქნა, ვიპოვე! უკვე თამამად შემეძლო თავად ავტორისთვის, ევგენი ევტუშენკოსთვის მეკითხა:


- ისევ ასე ფიქრობს?


თუმცა დავაგვიანე! რუსი პოეტი და მწერალი ევგენი ევტუშენკო 2017 წლის 1 აპრილს შეერთებულ შტატებში, ოკლაჰომას შტატის ქალაქ ტულსაში გარდაიცვალა.



„Пропущено слово Грузия.

В среде, где скупость нелюдская,

Где дружба вымерла мужская,

Где скучно пьешь и скучно ешь,

Где так безнежно и безхашно,

Где и застолье рукопашно,

Где и от вежливости страшно,

И от невежливых невеж,

В среде, где нет красивых тостов,

А столько склочных перехлестов,

Где и у женщин крысьи рты,

Где всем на шею напросилась

Самодовольства некрасивость,

С надменным видом красоты,

Ходя по коридорам важным,

Где пахнет лживым и продажным,

Хоть зажимай рукою нос,

Или по улицам колючим,

Где будет злобный взгляд получен,

На самый простенький вопрос,

В автобусах, где все взаимно,

Так смотрят негостеприимно,

Что могут вместе с шапкой съесть,

Попавший словно в костеломню,

Вздохну легко, когда я вспомню,

Что Грузия на свете есть!"


„იმ გარემოში, სად სიძუნწეა არაკაცური,

სად მეგობრობა არ არსებობს მამაკაცური,

სად მოსაწყენი ჭამა და სმაა,

სადაც ლხინიც კი

ხელჩართულ ბრძოლად არის ქცეული,

სად არ არსებობს სადღეგრძელო

ლამაზად თქმული,

სად ამდენია ჩახლართული

შური და შარი

და ყველა დროში ძებნა არის

აქ დამნაშავის,

თვით ზრდილობასაც შესცქერი შიშით,

სადაც ქალებსაც პირი აქვთ ვირთხის,

ნაცნობ-უცნობი სად არ გენდობა -

გაგირბის, გიფრთხის,

სად სილამაზის ნიღაბის სახით

გამეფებულა კმაყოფილების ულამაზობა

და ცდილობს ამით გულის დაპყრობას,

სად დერეფნებში, მედიდურნში,

სუნთქავ სიცრუეს...

ხედავ, რომ ფულზე იცვლება

ყოველი გრძნობა

და აღარ გინდა ამ ჰაერით

სუნთქვა და თრობა...

ცხვირზე ხელს იჭერ, იკავებ სუნთქვას,

იკავებ სუნთქვას!

სადაც ქუჩებში, ეკლიანში,

დასმულ კითხვაზე,

მარტივ კითხვაზეც

შენ ვერ აცდები ავ გამოხედვას,

და ავტობუსში, სადაც ერთმანეთს

უცქერენ მტრულად -

მზად არიან, რომ ქუდიანად

ჩაგყლაპონ ძმურად

და მოხვედრილი ამ ძვალთსამტვრევში

ამოვისუნთქავ მე თავისუფლად,

როს გავიხსენებ,

რომ საქართველო არსებობს ქვეყნად!"

 

წყარო: www.kutaisipost.ge

 

 

 

big_banner
არქივი