logo_geo
ჯანმო: Sinovac-ითა და Sinopharm-ით აცრილმა 60 წლისა და უფროსი ასაკის პირებმა ვაქცინის დამატებითი დოზა უნდა მიიღონ
- +

12 ოქტომბერი. 2021. 02:24

 

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ვაქცინის დამატებითი დოზა 60 წლისა და უფროსი ასაკის პირებმა უნდა მიიღონ, რომლებიც Sinovac-ითა და Sinopharm-ით არიან აცრილნი.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საექსპერტო კომიტეტმა რეკომენდაცია გაუწია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებითი დოზის მიცემას ზომიერად ან მძიმედ დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირებისათვის.

 

ორგანიზაციის ექსპერტებმა განმარტეს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მესამე დოზის ზოგადი მოსახლეობისთვის რეკომენდაციას არ შეიცავს.

 

„რეკომენდაცია, რომელსაც ჩვენ ახლა ვიძლევით არის ის, რომ დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე ადამიანებს ვაქცინის დამატებითი დოზა უნდა მიეცეს, რათა თავიდან აიცილონ დაავადების მძიმე ფორმები, რომელიც ჰოსპიტალიზაციას ან სიკვდილიანობას იწვევს“, - აღნიშნა ჯანმოს იმუნიზაციის დეპარტამენტის დირექტორმა, კეიტ ობრაიენმა.

 

როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, აღნიშნული ჯგუფის ადამიანებმა ვაქცინის დამატებითი დოზა მეორე დოზიდან სამ თვეში უნდა მიიღონ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი