logo_geo
თამარ გაბუნია „ტვინდემიასა“ და გრიპის საწინააღმდეგო აცრებზე: დაავადებათა კონტროლის ცენტრი მზად არის, გრიპის ვაქცინების მარაგი ქვეყანაში არსებობს და კიდევ შემოვა
- +

12 ოქტომბერი. 2021. 15:54

„ტვინდემია“ (ინგ. „twins“ - ტყუპები) გრიპის ვირუსისა და კორონავირუსის ერთობლივი ცირკულაციაა. დაავადებათა კონტროლის ცენტრი მზად არის, გრიპის ვაქცინების მარაგი ქვეყანაში არსებობს და კიდევ შემოვა“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისი თქმით, მოქალაქეები შეძლებენ, უფასოდ, სახელმწიფოს მიერ შეძენილი გრიპის ვაქცინით აიცრან.

 

„რა თქმა უნდა, უფასოა ის ვაქცინა, რომელსაც სახელმწიფო ყიდულობს. გრიპის შემთხვევაში, არსებობს კომერციული ვაქცინაციაც და ეს არის იმ დამატებითი ჯგუფებისთვის, რომელთაც, შედარებით, ნაკლები რისკი აქვთ“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 640 358 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 603 995, გარდაიცვალა 9 306 პაციენტი.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

 

 

big_banner
არქივი