logo_geo
23-24 ოქტომბერს თბილისში საშემოდგომო ნობათით გარევაჭრობა გაიმართება
- +

13 ოქტომბერი. 2021. 13:16

 

 

23-24 ოქტომბერს თბილისში საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოტანილი საშემოდგომო ნობათი, სოფლის მეურნეობის პროდუქცია იქნება წარმოდგენილი.

 

როგორც დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, ამისთვის დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში სპეციალური ადგილები გამოიყოფა.

 

„აღნიშნულ დღეებში გარევაჭრობა ნებადართული იქნება შემდეგ ლოკაციებზე:

 

ჩუღურეთი - მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორია;

 

სამგორი - ვიქტორ კუპრავას ქუჩის #10, ე.წ. სვანების ბაზრის ტერიტორია;

 

გლდანი - ნოზაძის ქუჩა;

 

დიდუბე - სტანისლავსკის ქუჩა, „დიდუბე პალაზას“ მიმდებარე ტერიტორია;

 

დიღმის მასივი - პაიჭაძის ქუჩა #1 -ში სკვერის მიმდებარე ტერიტორია;

 

საბურთალო - სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია;

 

ვაკე - გეგეშიძის ბაღი“, - განაცხადა კალაძემ.

 

 

 

big_banner
არქივი