logo_geo
NATO-ს შეფასების მე-2 დონის მოსამზადებელი წვრთნები ვაზიანის სასროლეთზე
- +

13 ოქტომბერი. 2021. 14:13

 

 

„NATO-ს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამის” (OCC E&FP) ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მე-3 ასეულმა NATO-ს შეფასების მე-2 დონის (NEL-2) მოსამზადებელი საველე სწავლება ჩაატარა.

 

სამხედრო წვრთნები ვაზიანის სასროლეთზე მიმდინარეობდა. მე-12 ბატალიონის მე-3 მსუბუქი ქვეითი ასეულის სამხედროებმა ბრძანების გაცემის, მოტორიზებული პატრულის, ჩასაფრებაზე რეაგირების, სამედიცინო ევაკუაციისა და უკან გამოსვლის სავარჯიშოები განახორციელეს. 3-კვირიანი მოსამზადებელი წვრთნების შემდეგ, ქვედანაყოფი NATO-ს შეფასების (NEL-2) მე-2 დონეს გაივლის.

 

აღნიშნულ პროგრამას საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების სამმართველო ხელმძღვანელობს.

 

 

 

big_banner
არქივი