logo_geo
დიმიტრი ხუნდაძე: მთავარია, მოხდეს მუდმივი მონიტორინგი, რომ სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობა იყოს საპარლამენტო ზედამხედველობის ქვეშ
- +

14 ოქტომბერი. 2021. 02:29

 

 

„მთავარია, მოხდეს მუდმივი მონიტორინგი, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს სტაბილური და მისი უფლებრივი მდგომარეობა იყოს საპარლამენტო ზედამხედველობის ქვეშ“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ იუსტიციის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელზეც დღეს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ანალიზის მიზნით ექიმთა ჯგუფი შეიქმნა.

 

დღეს გავიარეთ ტექნიკური საკითხები. ჯგუფის შემადგენლობა მსჯავრდებულს წარედგინება, მისი თანხმობის შემთხვევაში კი, ისინი ჩაერთვებიან კლინიკური კვლევის პროცესში და განახორციელებენ მონიტორინგს“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

 

 

 

big_banner
არქივი