logo_geo
საქართველოში კორონავირუსის 3 270 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

15 ოქტომბერი. 2021. 10:51

 

 

საქართველოში კორონავირუსის 3 270 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

 

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 298 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 26 პაციენტი.

 

stopcov.ge-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 38 093 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 592, „პისიარ“ ტესტით – 17 501.

 

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 8,58%, ბოლო 14 დღის – 7,58%, ბოლო შვიდი დღის – 8,75%.

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 652 677 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 608 861 გამოჯანმრთელდა, 9 396 კი, გარდაიცვალა.

 

სულ ჩატარდა 1 899 938 აცრა, დღიურად აცრილია 3 843.

 

კარანტინის რეჟიმშია 64, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 153 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 907 პირი.

 

ამასთან, 14 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 4 212 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 982 პაციენტი, გარდაიცვალა 38.

 

 

 

big_banner
არქივი