logo_geo
Pfizer-მა ევროპის წამლის სააგენტოს 5-11 წლის ბავშვებში ვაქცინის გამოყენების თაობაზე მონაცემები წარუდგინა
- +

15 ოქტომბერი. 2021. 19:43

 

 

 

კომპანია Pfizer-მა ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 5-11 წლის ბავშვებში გამოყენების თაობაზე მონაცემები წარუდგინა.

 

კომპანიაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა ძლიერ იმუნურ პასუხს იწვევს.

 

20 სექტემბერს, კომპანია Pfizer-მა განაცხადა, რომ კომპანიის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა (Pfizer/BioNTech) 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში უსაფრთხოა და ძლიერ იმუნურ პასუხს წარმოქმნის.

 

კვლევის ფარგლებში, Pfizer-მა და BioNTech-მა ორდოზიანი (10 მიკროგრამი) ვაქცინის რეჟიმი გამოსცადეს სამი კვირის ინტერვალით. კვლევის მონაწილეებმა ვაქცინაცია კარგად გადაიტანეს. ვაქცინამ ძლიერი იმუნური პასუხი წარმოქმნა, ხოლო გვერდითი მოვლენები 16-დან 25 წლამდე ასაკის ჯგუფში გვერდითი მოვლენების მსგავსი იყო.

 

მოზარდებსა და ზრდასრულებში გავრცელებული გვერდითი მოვლენები შემდეგია: დაღლილობა, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, შემცივნება, ცხელება და გულისრევა.

 

 

 

big_banner
არქივი