logo_geo
პრეზიდენტმა მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის აღმასრულებელ თავმჯდომარესთან პროფესიული განათლების სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილა
- +

15 ოქტომბერი. 2021. 20:15

 

 

საქართველოს პრეზიდენტი, შვეიცარიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის აღმასრულებელ თავმჯდომარეს, კლაუს შვაბს შეხვდა.

 

როგორც შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა რევაზ ლომინაძემ განაცხადა, ნაყოფიერი და პერსპექტივაზე ორიენტირებული შეხვედრა შედგა საქართველოს პრეზიდენტსა და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელს, პროფესორ კლაუს შვაბს შორის. შეხვედრაზე განიხილეს რამდენიმე ძირითადი მიმართულება, მათ შორის, პროფესიული განათლების სფეროში თანამშრომლობის კონკრეტული შესაძლებლობები.

 

„პროფესიული განათლების მხარდაჭერას მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი უკვე დიდი ხანია ახორციელებს. საუბარი შედგა ამ ძალიან მნიშვნელოვანი დარგის სამომავლო მხარდაჭერაზე, რაც ბუნებრივია, საქართველოს ეკონომიკაში გრძელვადიანი კონტრიბუციის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად ითვლება.

 

გარდა ამისა, კლაუს შვაბმა მიმოხილვა გააკეთა მათი ახალი ხედვის შესახებ, რაც ევროპასა და აზიაში ეკონომიკის განვითარებას გულისხმობს და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი ამ ახალ სტრატეგიაში საქართველოს ერთ-ერთ პარტნიორად მოიაზრებს. ეს ახალი ხედვა სულ მალე გახდება ცნობილი“, - აღნიშნა რევაზ ლომინაძემ.

 

 

 

right_banner big_banner
არქივი