logo_geo
ლეგენდარული Nokia 6310-ის განახლებული ვერსია გაიყიდება
- +

16 ოქტომბერი. 2021. 03:00

 

 

კომპანია Nokia ხელახლა უშვებს თავისი მობილური ტელეფონის ერთ-ერთ კლასიკურ მოდელს „6310“, - რომელიც ასევე „აგურის“ სახელით არის ცნობილი. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, პირველად კომპანიამ ეს ტელეფონი 2001 წელს გამოუშვა. ის ცნობილი იყო ბატარეის გამძლეობით - ტელეფონის ბატარეა დატენვის გარეშე კვირების განმავლობაში მუშაობდა. ამასთან, ტელეფონი დავარდნის დროს არ ტყდებოდა (სწორად ამით არის განპირობებული მისი მეტსახელი). ტელეფონის განახლება მისი გამოშვებიდან 20-წლიან იუბილეს უკავშირდება.

 

კომპანიაში აცხადებენ, რომ „აგურის“ ახალ ვერსიას იგივე თვისებები აქვს. ტელეფონში კლასიკური მობილური თამაში Snake-იც კი არის. Nokia 6310-ის ფასი 82 დოლარია.

 

 

 

right_banner big_banner
არქივი