logo_geo
საქართველოში კორონავირუსის 5 076 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

16 ოქტომბერი. 2021. 10:30

 

საქართველოში კორონავირუსის 5 076 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

 

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 126 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 44 პაციენტი.

 

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 62 994 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 41 001, „პისიარ“ ტესტით – 21 993.

 

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 8,06%, ბოლო 14 დღის – 8,04%, ბოლო შვიდი დღის – 8,77%.

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 657 753 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 609 987 გამოჯანმრთელდა, 9 440 კი, გარდაიცვალა.

 

სულ ჩატარდა 1 906 882 აცრა, დღიურად აცრილია 6 673.

 

კარანტინის რეჟიმშია 59, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 176 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 922 პირი.

 

ამასთან, 15 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 3 270 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 298 პაციენტი, გარდაიცვალა 26.

 

 

big_banner
არქივი