logo_geo
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ რაჭა-ლეჩხუმში გასტროტური გამართა
- +

16 ოქტომბერი. 2021. 14:03

 

კულინარიული ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოს რეგიონებში გასტროტურებს აგრძელებს.

 

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ,  გასტრონომიის ასოციაციასთან და გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაციასთან ერთად მორიგი ტური რაჭასა და ლეჩხუმში გამართა. გასტროტურში  გამოცდილი შეფ-მზარეულები მონაწილეობდნენ.  კულინარიის სპეციალისტები რეგიონში ადგილობრივ სამზარეულოს და კერძების მომზადების წესებს გაეცნენ.

 

ტურის მონაწილეები რაჭაში ხვანჭკარას ეწვივნენ, ლეჩხუმში კი გვესოს ფერმა მოინახულეს, გაეცნენ ყველის წარმოებას, ესტუმრნენ  „ზანდურის სახლს“, სადაც  საოჯახო ეთნომუზეუმი, სალორე და მარანი მდებარეობს, ტურის ფარგლებში გაიმართა კერძების მასტერკლასები და ადგილობრივი ღვინის დეგუსტაცია.

 

გასტროტურების მიზანია საქართველოს ყველა კუთხის სამზარეულოს წარმოჩენა, პოპულარიზაცია, სწორ ტურისტულ პროდუქტად ფორმირება და შემდეგ როგორც საერთაშორისო, ასევე შიდა ვიზიტორთათვის შეთავაზება.

 

 

 

right_banner big_banner
არქივი