logo_geo
გია შომახია ბათუმში კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევაზე: ამხელა ცოდვას ვერავის ავკიდებ
- +

16 ოქტომბერი. 2021. 18:05

 

„ბათუმში მომხდარი ტრაგედია სამწუხარო მაგალითია, რომელიც ყველამ უნდა გაითვალისწინოს“, - ამის შესახებ „ქრონიკას“ გია შომახიამ განუცხადა, რომელსაც 8 ოქტომბერს კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად მეუღლე და შვილი დაეღუპა.

 

„მომხდარზე პასუხისმგებლობას ვერავის ვერ ვაკისრებ. ამხელა ცოდვას ვერავის ვერ ავკიდებ. შეიძლება გარკვეული მოსაზრება მქონდეს, მაგრამ ვერ ვიტყვი, იქნება არასწორს ვამბობ. შემდეგ სად გავექცე ამ ცოდვას“, - აღნიშნა გია შომახიამ.

 

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 13 ნომერი კორპუსის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა. სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა ნანგრევებიდან 10 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 8 უკვე გარდაცვლილი იყო, ერთი ადამიანი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ერთი ადამიანი ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება - ზვიად თავდგირიძე ერთადერთია, რომელიც ნგრევის დროს კორპუსში იყო და გადარჩა. ის ხელოვნური ვენტილაციიდან მოიხსნა და დადებითი დინამიკა აქვს.

 

აჭარის მთავრობა და ბათუმის მერია ტრაგედიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ბინებს და კომპენსაციას გადასცემენ.

 

 

big_banner
არქივი