logo_geo
რამაზ დავლაძე: ყველა კითხვას უნდა გაეცეს პასუხი, რის გამო დაინგრა ეს სახლი
- +

16 ოქტომბერი. 2021. 18:05

 

„რა უნდა ვთქვა, დამენგრა ცხოვრება თავზე, ერთ წუთში გადამიწყდა ცხოვრება. უბედნიერესი კაცი ვიყავი, უბედნიერესი ადამიანი ვიყავი. ჩემზე მეტი ბედნიერი ადამიანი არ წარმომედგინა“, - ამის შესახებ ბათუმის ტრაგედიის დროს დაზარალებულმა რამაზ დავლაძემ, ჟურნალისტებთან განაცხადა. მას შენობის ნგრევის დროს ცოლ-შვილი დაეღუპა.

 

„მე პირველ რიცხვში ვიყავი მანდ ნამყოფი და გავაფრთხილე, ვუთხარი რომ ეს არის მზიდი კედლები და ამას ხელი თქვენ არ მოკიდოთ. მე რომ შევედი ოროთახიანში, შევედი დიდ სივრცეში, უკვე არც კედელი ჰქონდათ და არც არაფერი არ ჰქონდათ. ყველა კითხვას უნდა გაეცეს პასუხი. ეს სახლი დაინგრა და რის გამო დაინგრა“, - განაცხადა რამაზ დავლაძემ.

 

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 13 ნომერი კორპუსის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა. სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა ნანგრევებიდან 10 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 8 უკვე გარდაცვლილი იყო, ერთი ადამიანი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ერთი ადამიანი ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება - ზვიად თავდგირიძე ერთადერთია, რომელიც ნგრევის დროს კორპუსში იყო და გადარჩა. ის ხელოვნური ვენტილაციიდან მოიხსნა და დადებითი დინამიკა აქვს.

 

აჭარის მთავრობა და ბათუმის მერია ტრაგედიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ბინებს და კომპენსაციას გადასცემენ.

 

 

right_banner big_banner
არქივი