logo_geo
კრიშტიანუ რონალდუმ £8,5 მილიონად შეფასებული ავტომობილი იყიდა
- +

17 ოქტომბერი. 2021. 02:17

 

კრიშტიანუ რონალდუმ 8,5 მილიონ გირვანქა სტერლინგად (£) შეფასებული Bugatti Centodieci იყიდა. ამის შესახებ Mirror წერს.

 

გამოცემის ცნობით ამ მოდელის 10-მდე ავტომობილი დამზადდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ექსკლუზიურია და მისი ფასი კიდევ უფრო გაიზრდება. Bugatti Centodieci-ს საათში 379 კილომეტრის დაფარვა შეუძლია.

 

ცნობილია, რომ 36 წლის ფეხბურთელი ძვირადღირებული და მდიდრული მანქანების მოყვარულია. მის კოლექციაშია £164 ათასად შეფასებული Bentley და £9,5 მილიონად შეფასებული Bugatti La Voiture Noire და Lamborghini Urus, რომლის ფასიც £ 170 ათასია.

 

 

big_banner
არქივი