logo_geo
თემურ თათარაშვილი: კულტურის მიმართულებით ბევრ გაკეთებულ საქმეს დავუტოვებ ჩემს ქალაქს და ჩემს თბილისელებს
- +

17 ოქტომბერი. 2021. 10:45

 

 

„დიახ მუშაობა დავიწყე კულტურის სამსახურში“- ამის შესახებ  ინფორმაციას მომღერალი თემურ თათარაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

მისივე თქმით, თავისი ცოდნა და გამოცდილება გამოადგება ქალაქსა და ქვეყანას, აპირებს რომ ბევრი გაკეთებული საქმე დაუტოვოს თბილისელებს.

„დიახ მუშაობა დავიწყე კულტურის სამსახურში და იქნებ ვინმეს ის კითხვაც გაუჩნდეს თათარაშვილს რა უნდა კულტურის სამსახურშიო. ჩემი გამოცდილება ამ სფეროში ვფიქრობ გამოადგება ქალაქსაც და ქვეყანასაც. სანამ სპეკულაციას დაიწყებთ ამ თემით აქვე გეტყვით, რომ ეს ინფორმაცია საჯაროა და არაა ისე ხელმიუწვდომელი, როგორიც იყო წინა ხელისუფლების დროს მძღოლებად გაფორმებული მანდილოსნები და  სხვადა სხვა სამსახურს მიწერილი მუსიკოსები. ვმუშაობ და კულტურის მიმართულებით ბევრ გაკეთებულ საქმეს დავუტოვებ ჩემს ქალაქს და ჩემს თბილისელებს.

და ბოლოს.... მივეჩვიე ყველაფერს.... ამდენ ლანძღვას, ამდენ თავდასხმას, უთავმოყვარეო შემოხტომას. ხან ნერვები მიმტყუნებს, მეც ადამიანი ვარ და ბევრ პროვოკაციას პასუხს ვცემ. შემდეგ ვნანობ, ზოგჯერ არც. --- ნუთუ არ დაიღალეთ!!! საყოველთაო შერიგებაზე მოღაღადე ხალხი არ დაიღალეთ თუნდაც ჩემი დისკრედიტაციის მცდელობით? თქვენ გეკითხებით ვინც ამოეფარეთ გაქაჯებულ აქტივისტებს , ღირსებას და თავმოყვარეობას ულახავთ ნებისმიერს, ვინც თქვენს თვალში ხალხისთვის ავტორიტეტია და ანადგურებთ ბოლომდე.  ,,ყვერებიანი ,, ხომ ყველამ კარგად იცით სახალხო ეპითეტად იყო ნათქვამი და ველურ ტომად გადაქცეული თქვენი აქტივი გაუაზრებლად დღემდე გაჰკივის. ააგდეთ ნაკლებად მოაზროვნე ხალხი და იმათ რას ვერჩი, სირცხვილი თქვენ. ნარკოდამოკიდებული რომ ვიყავი ესეც საჯაროდ მოვინანიე არაერთხელ და გულისამრევია უკვე ამ თემით სპეკულირება. ახლა თუ იმაზე მედავებით თუ რატომ ვმუშაობ და შიმშილით რატომ არ მოვკვდი გიპასუხებთ -  არ მგონია ვინმეს თემურ თათარაშვილის შიმშილით სიკვდილი ესახელებოდეს, მაშინ როცა ექსპრეზიდენტის  ნებაყოფლობითი შიმშილის ესირცხვილება“- წერს თათარაშვილი სოციალურ ქსელში.

 

 

 

right_banner big_banner
არქივი