logo_geo
31-ე ბატალიონის ასეულმა ორფოლოს პოლიგონზე საველე წვრთნები დაასრულა
- +

17 ოქტომბერი. 2021. 12:02

 

 

 

საქართველოს თავდაცვის ძალების მე-3 მსუბუქი ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის „ბრავო“ ასეულმა ორფოლოს სასროლეთზე 5-კვირიანი საველე წვრთნები დაასრულა. დასკვნით სწავლებაზე ქვედანაყოფმა პირობით მოწინააღმდეგეზე საბრძოლო სროლები განახორციელა.

 

31-ე ბატალიონის ასეულის სამხედროებმა პოზიციების დაკავების, ჩასაფრების, მოწინააღმდეგის განეიტრალებისა და უკან გამოსვლის სავარჯიშოები შეასრულეს. ქვედანაყოფს მხარს 82 და 60 მმ ნაღმმტყორცნების გათვლა უჭერდა.

 

წვრთნების მიზანი ქვედანაყოფში საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება და კოორდინირებული მოქმედებების დახვეწა იყო.

 

 

 

big_banner
არქივი