logo_geo
61-ე საარტილერიო ბატალიონმა ორფოლოს სასროლეთზე ამოცანაზე ორიენტირებული საარტილერიო დასკვნითი წვრთნები დაასრულა
- +

17 ოქტომბერი. 2021. 12:04

 

 

საქართველოს თავდაცვის ძალების მე-6 საარტილერიო ბრიგადის 61-ე საარტილერიო ბატალიონმა ორკვირიანი ამოცანაზე ორიენტირებული საველე სწავლება დაასრულა. დასკვნითი წვრთნები ორფოლოს პოლიგონზე საბრძოლო სროლებით ჩატარდა.

 

61-ე ბატალიონის არტილერისტებმა 152 მმ თვითმავალი ქვემეხი „აკაციას“ საშუალებით პირობითი მოწინააღმდეგე საცეცხლე ზემოქმედებით გაანეიტრალეს. საველე წვრთნებში 100-ზე მეტი სამხედრო იყო ჩართული და დამკვირვებელ-მაკონტროლებელი ჯგუფის მიერ წარმატებით შეფასდა.

 

საველე წვრთნების მიზანი ქვედანაყოფში საბრძოლო მზადყოფნისა და მომზადების დონის ამაღლება იყო.

 

 

 

big_banner
არქივი