logo_geo
12 წლის შემდეგ პირველად, საქართველოში ლეოპარდი დააფიქსირეს. ფოტო
- +

17 ოქტომბერი. 2021. 12:05

 

 

12 წლის შემდეგ პირველად, ნაკრესის კონსერვაციული კვლევის ჯგუფმა საქართველოში ჯიქი, იგივე ლეოპრადი, კვლავ დააფიქსირა, - ინფორმაციასა და ფოტოს ფონდი სახეობათა კონსერვაციის ცენტრი „ნაკრესი“ ავრცელებს.

 

 

„12 წლიანი თავდაუზოგავი ძებნის შემდეგ, და მაშინ, როცა თითქოს ყველა იმედი გადაწურული იყო, ნაკრესის კონსერვაციული კვლევის ჯგუფმა კვლავ დააფიქსირა ეს ცხოველი საქართველოში. ჯიქის, ანუ ლეოპარდის (Pantera pardus) აგვისტოში გადაღებული ფოტო დღეს აღმოვაჩინეთ თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე ჩვენ მიერ ორი თვის წინ დამონტაჟებული ერთ-ერთი ფოტოხაფანგის შემოწმებისას. ამ რთული და ძვირადღირებული კვლევის ჩატარება ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით მოხერხდა; როგორც წინა, ისე ეს მცდელობაც აწ განსვენებული ბატონი ნუგზარ ზაზანაშვილის მეოხებით განხორციელდა და ამ წარმატებას სწორედ მას ვუძღვნით“, - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

 

საქართველოში ლეოპარდი 2009 წლიდან, მას შემდეგ აღარ დაფიქსირებულა, რაც ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე, მისი ბოლო ნაკვალევი იპოვეს.

 

 

 

 

right_banner big_banner
არქივი