logo_geo
კახა კუჭავა ვეტერანებს: 20%-ი ტერიტორიებისა ჯერ კიდევ ოკუპირებულია და უმნიშვნელოვანესია, განსაკუთრებით ახალი თაობებისთვის, კარგად ესმოდეთ ის თავგანწირვა, რაც თითოეულმა თქვენგანმა ტერიტორიული მთლიანობისთვის გაიღეთ
- +

17 ოქტომბერი. 2021. 13:31

 

 

ჩემთვის დიდი პატივია წარვდგე ვეტერანების წინაშე, რომლებიც თავისი სიცოცხლის ფასად, თავგანწირვითა და პატრიოტიზმით აკეთებდნენ ყველაფერს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნებისთვის, გამთლიანებისთვის, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს მშვიდობის დაცვის მისიებში ნამდვილად თავგანწირული მონაწილეობისა და ჩვენი ქვეყნის სახელის გათქმისთვის, რაც თქვენ გამოავლინეთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

 

მისი თქმით, 20%-ი ტერიტორიებისა ჯერ კიდევ ოკუპირებულია და უმნიშვნელოვანესია, განსაკუთრებით ახალი თაობებისთვის, კარგად ესმოდეთ ის ღვაწლი, ის თავგანწირვა, რაც ვეტერანებმა გაიღეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა თუ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში.

 

„მადლობა მინდა ვუთხრა თქვენს ოჯახებს იმ დიდი განსაცდელისთვის, რაც მათ გაიარეს, როდესაც თქვენ მათთან არ იყავით. მე თვითონ წარმოვადგენ ოჯახს, სადაც მამა ვეტერანია და ძალიან კარგად მესმის, რა არის ის უმძიმესი წუთები განშორებისა და მოლოდინის, თუ როდის დაბრუნდება ოჯახის წევრი თავის მოვალეობის შესრულებიდან, რომელსაც იქ ქვეყნისა და ოჯახის წინაშე ასრულებს.. რა თქმა უნდა, არ შეიძლება ქედი არ მოვიხაროთ იმ გმირების წინაშე, რომლებიც დღეს ჩვენთან აღარ არიან. 20%-ი ტერიტორიებისა ჯერ კიდევ ოკუპირებულია და უმნიშვნელოვანესია, განსაკუთრებით ახალი თაობებისთვის, კარგად ესმოდეთ ის ღვაწლი, ის თავგანწირვა, რაც თითოეულმა თქვენგანმა გაიღეთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა თუ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

 

1995 წლის 17 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ“, რომელიც, შემდგომში, ვეტერანის დღის დაწესების საფუძველი გახდა.

 

 

 

big_banner
არქივი