logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: ყველას გვაწუხებს ვეტერანების ყოველთვიური 22-ლარიანი დანამატი და იანვრიდან, ის 5-ჯერ გაიზრდება
- +

17 ოქტომბერი. 2021. 13:32

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ვეტერანებს ეს დღე მიულოცა და ხაზი გაუსვა მათ განსაკუთრებულ ღვაწლს სახელმწიფოს წინაშე.

 

პრემიერის განცხადებით, ვეტერანებისთვის, იანვრიდან, ყოველთვიური 22-ლარიანი დანამატი 5-ჯერ გაიზრდება.

 

„საზოგადოების განვითარების საზომი არის ის, თუ როგორ ვაფასებთ და ვზრუნავთ სამშობლოს დამცველებზე. ჩვენი მთავრობა, შესაძლებლობების ფარგლებში, ყველაფერს აკეთებს ვეტერანების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვეტერანებსა და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ყველას გვაწუხებს ყოველთვიური 22-ლარიანი დანამატი, ჩვენი გადაწყვეტილებით ეს საკითხი გადაიხედება და იანვრიდან, 5-ჯერ გაიზრდება ყოველთვიური დანამატი. თქვენი დაფასება არის არა მხოლოდ ღვაწლისა და დამსახურების აღიარება, არამედ ეს არის ზრუნვა მომავალზე, ჩვენს ახალგაზრდა თაობებში სწორი ღირებულებების, სამშობლოსა და თავისუფლების უზენაესობის იდეალთა დამკვიდრებაზე“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

1995 წლის 17 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ“, რომელიც, შემდგომში, ვეტერანის დღის დაწესების საფუძველი გახდა.

 

 

 

right_banner big_banner
არქივი