logo_geo
სალომე ზურაბიშვილი: არ არსებობს საზოგადოება, რომელიც ვეტერანებს პატივს არ სცემს და ჰყავს ძლიერი ჯარი, ვეტერანების დაფასებით იზომება ჯარის დაფასება
- +

17 ოქტომბერი. 2021. 13:35

 

 

„ვეტერანები და ჩვენი ქვეყნის ისტორია და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ერთმანეთისგან განუყოფელია“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა, ქვეყნის მთავარსარდალმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

 

მისი თქმით, აუცილებელია, სახელმწიფო და საზოგადოება ვეტარანებს სათანადოდ აფასებდეს.

 

„ვეტერანების ღვაწლი ყოველ ეტაპზე გადამწყვეტი იყო. რეალურად, დღემდე, სხვადასხვა პერიოდის ვეტერანებმა მოგვიყვანეს და ამისთვის ჩვენ უაღრესად მადლიერნი ვართ. ძვირფასო ვეტერანებო, რეალურად, თქვენ ხართ ჩვენი საზოგადოებისთვის მაგალითი და საყრდენი, თქვენ გაიგივებულნი ხართ არა მხოლოდ ისტორიასთან და წარსულთან, არამედ - მომავალთან. არ არსებობს საზოგადოება, რომელიც ვეტერანებს არ სცემს პატივს და ჰყავს ძლიერი ჯარი. ვეტერანების დაფასებით იზომება ჯარის დაფასება. ჯარის შემართებაც ვეტერანების დაფასებაზე დგას და არა მხოლოდ ეს; რეალურად, დღეს ჩვენი რეზერვი ხართ თქვენ. თქვენი გამოცდილება, წარსული და დღევანდელი პროფესიონალიზმი არის ის, რაც ამ ქვეყანას, მის თანამედროვე ჯარსა და საზოგადოებას სჭირდება“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

 

1995 წლის 17 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ“, რომელიც, შემდგომში, ვეტერანის დღის დაწესების საფუძველი გახდა.

 

 

 

right_banner big_banner
არქივი