logo_geo
ჯუანშერ ბურჭულაძე: ჩვენ ვართ აშშ-თან თანამშრომლობის ახალ საფეხურზე
- +

18 ოქტომბერი. 2021. 14:33

 

 

ლოიდ ოსტინის საქართველოში ვიზიტი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობისა და მისი შემდგომი გაძლიერების ნათელი და მტკიცე დასტურია, - ამის შესხებ ჯუანშერ ბურჭულაძემ აშშ-ის თავდაცვის მდივანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან განმარტა რა საკითხებზე იმსჯელეს მხარეებმა.

 

„გავმართეთ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომლის ფარგლებში მიმოვიხილეთ ქვეყნის შიგნით, რეგიონსა და მსოფლიოში არსებული ძირითადი საფრთხეები და გამოწვევები და აღვნიშნეთ, რომ ჩვენი, ურთიერთნდობაზე დაფუძნებული სტრატეგიული თანამშრომლობა არასოდეს ყოფილა ასეთი მტკიცე და მრავალმხრივი, როგორიც არის ახლა. მყარი პარტნიორობა ხელს უწყობს როგორც ქვეყნის სტაბილურ განვითარებას, ისე რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებას. ასევე განვიხილეთ საერთაშორისო მისიებში თავდაცვის ძალების მრავალწლიანი კონტრიბუციის შედეგად მიღებული გამოცდილება და ურთიერთნდობაზე დაფუძნებულ პატივისცემა და მეგობრობა, რაც ჩვენს სამხედროებს შორის წლებს განმავლობაში მსოფლიო უსაფრთხოებისთვის მხარდამხარ ბრძოლის შედეგად ჩამოყალიბდა.

 

მიმოვიხილეთ საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში მიღწეული პროგრესი, რაც არის საფუძველი იმ კრიტიკულად მნიშვნელოვანი დოკუმენტისა, რომელსაც დღეს ერთობლივად ხელი მოვაწერთ. საქართველოს თავდაცვისა და შეკავების განხორციელებაში ჩვენ ვართ ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის ახალ საფეხურზე, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს როგორც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის შეკავებისა და ნატოსთან თავსებადობის უმაღლეს ხარისხს, ასევე საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატების სტრატეგიული თანამშრომლობის თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაყვანას“, - განაცხადა მინისტრმა.

 

 

right_banner big_banner
არქივი