logo_geo
ჯუანშერ ბურჭულაძე: აშშ-თან ჩვენი თანამშრომლობა თავდაცვის უნარიანობის ამაღლებასა და ქვეყნის მდგრადობას ემსახურება
- +

18 ოქტომბერი. 2021. 15:13

 

 

„ჩვენი თანამშრომლობა თავდაცვის უნარიანობის ამაღლებასა და ქვეყნის მდგრადობას ემსახურება“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტთან თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა.

 

მან ისაუბრა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრის შესახებ და მის ერთ-ერთ მთავარ კომპონენტზე საბრძოლო მომზადების ცენტრზე, რომელიც მინისტრის თქმით, აშშ-ის თანადაფინანსებით ხორციელდება.

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს აშშ-ის მთავრობის მიერ საქართველოსთვის გაწეულ დახმარების გამო.

 

„მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ აშშ-ის თავდაცვის მდივანსა და აშშ-ის მთავრობას საქართველოს სახელით იმ უმნიშვნელოვანესი, სტრატეგიული და წარმატებული თანამშრომლობისთვის, რაც საქართველოს, როგორც ალიანსის მომავალი წევრის მიმართ, ისინი იჩენენ. ჩვენი თანამშრომლობა თავდაცვის უნარიანობის ამაღლებასა და ქვეყნის მდგრადობას ემსახურება“, - განაცხადა ბურჭულაძემ.

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიზანი საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებაა.

 

 

 

big_banner
არქივი