logo_geo
ვირჯინიის შტატში მოქმედმა მეღვინეობამ რქაწითელის საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლა
- +

19 ოქტომბერი. 2021. 10:05

 

ვირჯინიის შტატში მოქმედმა მეღვინეობა Horton Vineyards-მა რქაწითელის საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლა, რომელზეც წარმოდგენილი იყო რქაწითელის ყურძნის ჯიშისგან აშშ-ში და საქართველოში დამზადებული ღვინოები.

 

აშშ-ში საქართველოს საელჩოს ცნობით, ქართული ყურძნის ჯიში რქაწითელი პოპულარობას იხვეჭს ამერიკელ მეღვინეებს შორის.

 

ვირჯინიაში მდებარე მეღვინეობა - Horton Vineyards - არის ერთ-ერთი პირველი, რომელიც ამერიკაში რქაწითელის ყურძნისგან ღვინოს აწარმოებს. ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იყო რქაწითელის ღვინოები ამერიკული მეღვინეობებიდან: Horton Vineyards, Blenheim Winery, Stinson Vineyards and Dr. Konstantin Frank Winery.

 

დესპანმა გიორგი ციკოლიამ მადლობა გადაუხადა Horton Vineyards- ს რქაწითელის ღვინის პოპულარიზაციისათვის და აღნიშნა, რომ ამერიკული მეღვინეობების მიერ რქაწითელის ჯიშისგან ღვინის დაწურვა საქართველო-ამერიკის მეგობრობის სიმბოლო და ქართული ღვინოების მზარდი პოპულარიზაციის კარგი საშუალებაა.

 

დესპნამა ასევე აღნიშნა, რომ ქართული ღვინის ექსპორტი შეერთებულ შტატებში წელს რეკორდულად მაღალია და პროგნოზების მიხედვით, წლის ბოლოს 1 მილიონ ბოთლს შეადგენს, რაც ინდუსტრიის შეფასებებს და მოლოდინებს გადააჭარბებს. საელჩოს სახელით ჰორტონის მეღვინეობას საჩუქრად ქვევრი გადაეცა, რომელიც საქართველო-აშშ-ის მეგობრობის ნიშნად ჰორტონის მეღვინეობაში განთავსდება.

 

ღვინის ექსპერტმა Marqwine Energy– დან ჯული პეტერსონმა ქართველი მეღვინეების რქაწითელის ღვინოები წარადგინა, ბურჯანაძე შანიძის ღვინის მარანი, დე'ვინო, შატო ქუმსიშვილი , ქიზიყური ტრადიციული და ისაუბრა აშშ – ში ქართული ღვინის ექსპორტის უპრეცედენტო გაფართოებაზე.

 

 

right_banner big_banner
არქივი