logo_geo
დღეს თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
- +

19 ოქტომბერი. 2021. 10:47

 

სხვადასხვა სამუშაოს გამო დღეს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

 

ისნის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარტყოფის, ნასაკირალის, ირბახის, იუსტინე აბულაძის, წურწუმიას, ალადაშვილის, დმანისის, ერევნის, კონსტანტინე ერისთავის და ხივინის ქუჩების მოსახლეობას.

 

დიდუბის რაიონში, ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, რაფიელ აგლაძის, სამტრედიის, მირცხულავას, წყალტუბოს, ბაღის, თორნიკე ერისთავის, მიხეილ წინამძღვრიშვილის, ტრანსპორტის და კარალეთის ქუჩების მოსახლეობას.

 

ხოლო გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, რაფიელ აგლაძის და სამტრედიის ქუჩების მოსახლეობას.

 

ვაკის რაიონში, ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, ვახტანგ ლეჟავას და მიხეილ თამარაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

 

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ილია ჭავჭავაძის გამზირის და ვახტანგ ლეჟავას ქუჩის მოსახლეობას.

 

საბურთალოს რაიონში, ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას IV, VI, VII კვარტლების, ვაჟა-ფშაველას გამზირის, პეტრე ქავთარაძის, შავიშვილის, თოფურიას, უნივერსიტეტის, ჯურხა ნადირაძის, ზურაბ ანჯაფარიძის და ვაგან მამასახლისოვის ქუჩების მოსახლეობას.

 

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, მიცკევიჩის, საბურთალოს, საირმის, ცაგარელის, შმიდტის და სულხან ცინცაძის ქუჩების მოსახლეობას.

 

ნაძალადევის რაიონში, ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალილუევის, ვახტანგ მახალდიანის, ეროსი მანჯგალაძის, ხუდადოვის, ცოტნე დადიანის, ჩოხატაურის, სელიმ ხიმშიაშვილის, აკაკი სურგულაძის, კიკნაძის, რევაზ ურიდიას, ოლგა კონსკაიას, ნოე ჩხიკვაძის და მიქატაძის ქუჩების მოსახლეობას.

 

ხოლო გეგმური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დომენტი ჟღენტის, შატილის, სადმელის, საჩხერის, ტყიბულის, ხვანჭკარის, ჩარგლის, გიორგი ირემაშვილის და ქეთევან მაღალაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

 

მთაწმინდის და კრწანისის რაიონებში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, შოთა ნიშნიანიძის და გორგასალის ქუჩების მოსახლეობას.

 

ხოლო გეგმური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დაბა კოჯრის მოსახლეობას.

 

გლდანის რაიონში, ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თიანეთის ზატკეცილის, გლდანის მასივის IIIა, IV, V მიკრორაიონების, შულენბურგის, კეცხოველის, ტაბიძის, გაგარინის, ქერჩის, მამკოდის, მორეტის და ხიზანიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

 

 

big_banner
არქივი