logo_geo
ასტროლოგის რჩევები - როგორ უნდა გაატაროთ 20 ოქტომბრის სავსემთვარეობაა
- +

19 ოქტომბერი. 2021. 18:31

 

20 ოქტომბერს სავსემთვარეობაა. ასტროლოგ რამაზ გიგაურის პროგნოზით, ამჯერად სავსე მთვარე ვერძის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, რაც ადამიანებში მოუთმენლობას, იმპულსურობასა და აგრესიულობას გაზრდის. ასტროლოგის რჩევით, უახლოესი 2 დღის განმავლობაში კარგია სიმშვიდის გამოჩენა.

 

 

„20 ოქტომბერს საღამოს სავსემთვარეობაა.

მთვარე ვერძშია და მზე-მარსს უპირისპირდება.

იმატებს მოუთმენლობა, თავშეუკავებლობა, იმპულსურობა და აგრესიულობა.

20-ში(-):

* არ ვარჩევთ საქმეებს,

* არ გვინდება ნასვამზე ბასრი დანით პურის დაჭრა,

* არ გვინდება წინ მიმავალი ოპელ-ვექტრასთვის გადასწრება,

* არ გადავდივართ წითელზე,

* რა ვთქვი მე, წითელზე არ გადავდივართ-მეთქი!

* არ მივდივართ სანადიროდ,

* არც ტირში არ მივდივართ,

* არ ვიღებთ ვალებს (ყოველ შემთხვევაში ვერიდებით ამას),

* არ გვინდება ავტობუსში უნიღბოდ ამომავალ „ვერზილას“, რომელსაც უნდა დაამტკიცოს, რომ მაგარი ტიპი, ჯემპრის თავზე წამოცმა და ჭიტლაყის ამორტყმა,

* არც გინება... არავითარი შუა თითის ჩვენება!

* ვერიდებით ბევრ ხალხს და აგრესიულ სიტუაციებს,

* ვუფრთხილდებით თავს (რა რომელ თავს? რა კითხვაა ეს?! ვერძის სუსტი წერტილი - თავია),

* ასევე არარეკომენდებულია ქირურგიული პროცედურები თვალებზე და კბილებზე (გარდა გადაუდებელი შემთხვევებისა).

20-ში(+):

* ვართ სიმშვიდეში, ნირვანაში, სამადჰიში,

* ვაჯამებთ ბოლო ორი კვირის პრობლემებს და დასკვნები გამოგვაქვს,

* აუჩქარებლად ვგეგმავთ მომდევნო ორი კვირის მიზნებს,

* კარგია რეკლამის გაკეთება (მიწერა-მოწერა. ოღონდ ფილმ „ფესვებით“ არ იყოთ, მიწერა რომ აქვს და მოწერა - არა),

* ვაქტიურობთ შესაძლებლობების ფარგლებში (ვურეკავთ, მივდივართ და ა. შ. ანუ თვითონ ვიჩენთ ინიციატივას),

* ვიწყებთ ან ვაკეთებთ მოკლევადიან საქმეებს, რომელიც შეიძლება სწრაფად დავასრულოთ და არ გაგვეწელოს,

* ზომიერად ვვარჯიშობთ (ექსპერიმენტების გარეშე),

* საკუთარ თავს უფრო მეტად ვიყვარებთ (ქრთამად ერთი კილო შოკოლადი მიართვით საკუთარ თავს და მიირთვით-მეთქი, ამას არ ვამბობ).

მე მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება თქვენში და თქვენს გარშემო.“- წერს გიგაური.

 

 

big_banner
არქივი