logo_geo
ლორენს მერედიტი და კარლ ჰარცელი იმერეთსა და აჭარაში ევროკავშირის პროექტებს ეწვევიან
- +

19 ოქტომბერი. 2021. 18:35

 

20-21 ოქტომბერს, ლორენს მერედიტი, ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობისა და ინსტიტუციურ მშენებლობაზე პასუხისმგებელი დირექტორი და კარლ ჰარცელი, საქართველოში ევროკავშირის ელჩი იმერეთსა და აჭარაში გაემგზავრებიან, რათა ხაზი გაუსვან ევროკავშირის მიერ რეგიონების მხარდაჭერასა და შავი ზღვით კავშირების განმტკიცების მნიშვნელობას.

 

ლორენს მერედიტი და კარლ ჰარცელი ეწვევიან სხვადასხვა ადგილს და შეხვდებიან ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების ბენეფიციარებს. რეგიონებში ვიზიტებისას მერედიტი და ჰარცელი განიხილავენ ეკონომიკისა და სოფლის განვითარებას, ბიზნესისა და მეწარმეობის მხარდაჭერას, გარემოს დაცვით თემებს და სხვა.

 

21 ოქტომბერს, ბათუმში ვიზიტის ფარგლებში, ლორენს მერედიტი და კარლ ჰარცელი მონაწილეობას მიიღებენ ღონისძიებაში „შავი ზღვა - საუბრები კავშირების განმტკიცებაზე".

 

 

right_banner big_banner
არქივი