logo_geo
Bloomberg: ამ დროისთვის მსოფლიოში გამოყენებული ვაქცინები პლანეტის მოსახლეობის 43.9%-ის სრულად ვაქცინირებისთვისაა საკმარისი
- +

19 ოქტომბერი. 2021. 23:18

 

მსოფლიოს 184 ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 6.74 მილიარდზე მეტი დოზა გამოიყენეს, - შესაბამის მონაცემებს მსოფლიოში ვაქცინაციის მიმდინარეობის თაობაზე Bloomberg-ის პლატფორმა ავრცელებს.

 

ამავე მონაცემების თანახმად, დღეში 29.6 მილიონი ადამიანი იცრება.

 

ამ დროისთვის მსოფლიოში გამოყენებული ვაქცინები მოსახლეობის 43.9%-ის სრულად ვაქცინირებისთვისაა საკმარისი.

 

მსოფლიოს ქვეყნებში ყველაზე მეტი ადამიანი ჩინეთშია ვაქცინირებული, სადაც გამოყენებული დოზების რაოდენობამ 2.23 მილიარდს გადააჭარბა. ინდოეთში გამოყენებული ვაქცინების დოზების რაოდენობა 990 მილიონია. ევროკავშირში ვაქცინების 581 მილიონზე მეტი დოზა გამოიყენეს, აშშ-ში კი 409 მილიონი. Bloomberg-ის მიხედვით, ვაქცინების 2 დოზით ევროკავშირში მოსახლეობის 66.2% აიცრა, აშშ-ში 56.7%, ჩინეთში კი - 74.8%.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი