logo_geo
The Verge: Facebook-ი სახელწოდების შეცვლას გეგმავს
- +

20 ოქტომბერი. 2021. 10:31

 

 

მომავალ კვირას კომპანია Facebook-ი სახელწოდების შეცვლას გეგმავს. ამის შესახებ The Verge-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ახალმა სახელწოდებამ უნდა ასახოს კორპორაციის მისწრაფება შექმნას ვირტუალური მსოფლიო - ე.წ. მეტასამყარო. სავარაუდოდ, Facebook-ის ხელმძღვანელი მარკ ცუკერბერგი რებრენდინგის შესახებ ყოველწლიურ კონფერენციაზე Connect განაცხადებს, რომელიც 28 ოქტომბერს გაიმართება. წყაროს ცნობით, ახალი სახელწოდება ამ ეტაპზე კორპორაციის ხელმძღვანელობისთვისაც კი უცნობია.

 

The Verge-ის მონაცემებით, ახალი სახელწოდება შესაძლოა უკავშირდებოდეს Horizon-ს - Facebook-ის ახალ აპლიკაციას, რომელიც ვირტუალურ ოფისებში მუშაობისთვის გამოიყენება. კომპანიაში სახელწოდების შეცვლის შესახებ კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.

 

 

 

big_banner
არქივი