logo_geo
მაია ბუწაშვილი: ჯერჯერობით ისეთი წნეხი, როგორიც შარშან ნოემბერში იყო, არ იგრძნობა
- +

20 ოქტომბერი. 2021. 11:26

 

მაია ბუწაშვილის თქმით, კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა ბავშვებში მაღალია. ინფექციონისტი ბავშვებში მაღალი ინფიცირების მიზეზებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია ის, რომ ბავშვები აცრილები არ არიან.

 

„ბავშვებში ვირუსის სიხშირემ მოიმატა და ეს ლოგიკურიც არის. პირველი ის, რომ დელტა უფრო გადამდებია და ახლა ყველა შტამი დელტამ ჩაანაცვლა, მეორე იმიტომ, რომ ბავშვები აუცრელები არიან. შესაბამისად შემთხვევების რაოდენობა ბავშვებში უფრო მეტია, ვიდრე იყო წინა ტალღების დროს. გასაგებია, რომ ჰოსპიტლები სავსეა, მაგრამ ეს ცოტა ობიექტური არ არის და ამ ბავშვების ნაწილი შეიძლება მშობლების ზედმეტი შფოთვის, ექიმების გადაჭარბებული პასუხისმგებლობის გამოც ხვდებოდნენ სტაციონარში“, - განაცხადა მაია ბუწაშვილმა „პირველი არხის“ ეთერში.

 

მაია ბუწაშვილი აღნიშნავს, რომ ახლა სამედიცინო სექტორზე წინა ტალღების მსგავსი წნეხი არ შეინიშნება და ვარაუდობს, რომ ეს ვაქცინაციის შედეგია.

big_banner
არქივი