logo_geo
ჯუანშერ ბურჭულაძე: ამერიკულ ფინანსურ დახმარებაში პრიორიტეტებად ავირჩიეთ ისეთი შეიარაღების შესყიდვა, რომელიც კომერციულ ბაზარზე ნაკლებად ხელმისაწვდომია
- +

21 ოქტომბერი. 2021. 10:17

 

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ეთერში აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის ვიზიტი შეაჯამა. თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო ცდილობს წარმატებას მიაღწიოს ისეთი შეიარაღების შესყიდვის საკითხებში, რომელიც კომერციულ ბაზარზე ნაკლებად ხელმისაწვდომია.

 

ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს მსხვილ შეიარაღებასთან ხელმისაწვდომობა წინა ხელისუფლების უპასუხისმგებლო ნაბიჯების გამო შეზღუდული ჰქონდა.

 

„მსხვილ იარაღზე ხელმისაწვდომობა გაგვეხსნა შარშანწინ, როდესაც პრემიერი იყო მინისტრი. მოგეხსენებათ, გავაგზავნეთ „რაფაელის“ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები მოდერნიზაცია-რეაბილიტაციისთვის ისრაელში. რაც შეეხება ჯაველინებს, ჩვენ მოგვცეს უფლება და აშშ-ის კონგრესმა მიიღო ამაზე საბოლოო გადაწყვეტილება, რომ გადმოეცათ ჯაველინები. ამ მიმართულებითაც გვქონდა წარმატება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს დოკუმენტები განსაზღვრავს სისტემურ განვითარებას, ასევე განსაზღვრავს თუ რა შეიარაღება უნდა შევიძინოთ ჩვენ 10- წლიან პერსპექტივაში, რომ მივაღწიოთ მიზანს. ამერიკულ ფინანსურ დახმარებაში ჩვენ პრიორიტეტებად ავირჩიეთ ისეთი სისტემების და ისეთი შეიარაღების შესყიდვა, რისი ყიდვაც კომერციულ ბაზარზე ნაკლებად ხელმისაწვდომია, ასეთი იყო ზუსტად ჯაველინი. ეს დახმარება მოგეხსენებათ ყოველწლიურია. ჩვენ ასევე პრიორიტეტებში ყოველწლიურად ამ 10 წლის პერიოდში ჩავსვამთ ისეთ შეიარაღებას, რაზეც რთულია რომ ხელი მიგვიწვდებოდეს“, - განაცხადა ბურჭულაძემ.

 

 

big_banner
არქივი