logo_geo
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 29 პაციენტი გარდაიცვალა
- +

21 ოქტომბერი. 2021. 10:18

 

 

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 29 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

 

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 9 617-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 4 411 პირს დაუდასტურდა, 2 896 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

 

გუშინ, 20 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 5 219 შემთხვევა გამოვლინდა, 2 348 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 42 კი გარდაიცვალა.

big_banner
არქივი