მეხუთე ტალღის დასაწყისი პედიატრიულ სექტორსაც შეეხო. ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში მიმართვიანობამ საგრძნობლად იმატა.
კოვიდგანყოფილებაში, ბოლო მონაცემებით, 145 პაციენტი მკურნალობს. მათგან რეანიმაციაში 24 არასრულწლოვანი წევს. 145 ინფიცირებული ბავშვის მშობლებიდან მხოლოდ 8 არის აცრილი.
მიმართვა გაზრდილია მწვავე რესპირატორული ვირუსებითაც, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ ე.წ. ტვინდემიური პროცესი დაწყებულია.