logo_geo
ამ დროისთვის ციციშვილის კლინიკაში 145 კოვიდინფიცირებულ მოზარდს მკურნალობენ, რომელთაგან მხოლოდ 8 მშობელია აცრილი
- +

22 ოქტომბერი. 2021. 11:04

 

 

მეხუთე ტალღის დასაწყისი პედიატრიულ სექტორსაც შეეხო. ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში მიმართვიანობამ საგრძნობლად იმატა.

 

კოვიდგანყოფილებაში, ბოლო მონაცემებით, 145 პაციენტი მკურნალობს. მათგან რეანიმაციაში 24 არასრულწლოვანი წევს. 145 ინფიცირებული ბავშვის მშობლებიდან მხოლოდ 8 არის აცრილი.

 

მიმართვა გაზრდილია მწვავე რესპირატორული ვირუსებითაც, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ ე.წ. ტვინდემიური პროცესი დაწყებულია.

 

 

 

 

big_banner
არქივი