logo_geo
ფრანგი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ მიმართულებას ეცნობიან
- +

22 ოქტომბერი. 2021. 12:16

 

 

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის

ეროვნული ადმინისტრაციისა და „Culinary & Wine Expedition“-ის თანაორგანიზებით

საქართველოს პოპულარული ფრანგული გამოცემების ჟურნალისტები და

ფოტოგრაფები ეწვივნენ.  Le  Figaro-ს,   AR Magazine-ის, Voyages de Luxe-ისა და სხვა

მაღალრეიტინგული ჟურნალების წარმომადგენლებმა თბილისი, მცხეთა,

უფლისციხე, ბორჯომი, ახალციხე, ვარძია, წინანდალი და სხვა ტურისტულად

პოპულარული ადგილები მოინახულეს. დაათვალიერეს ღვინის მარნები,

დააგემოვნეს ქართული ღვინო, გაეცნენ ქართულ სამზარეულოსა და  ეწვივნენ

მუზეუმებს.   ტურის ფარგლებში, 2020 წლისთვის საქართველოს გასტრონომიული

ტურისტული პოტენციალის, ქართული ღვინის, კულტურისა და ქალაქების შესახებ

სტატიები, ფოტო-რეპორტაჟები და გადაცემები მომზადდება, რომელსაც

ფრანგულენოვანი მკითხველი და ტელემაყურებელი საფრანგეთში, კანადაში,

შვეიცარიაში, ბელგიაში, ლუქსემბურგში, მონაკოში, ლიბანსა და სხვა ქვეყნებში

გაეცნობა.  

 

„ჩვენ ვმასპინძლობთ საფრანგეთის წამყვანი გამოცემების ჟურნალისტებსა და

ფოტოგრაფებს, მათ შორისაა Le  Figaro-ს წარმომადგენელი. ტურის მთავარი მიზანია

ჩვენი კულტურული ტურისტული პროდუქტის, გასტრონომიისა და ღვინის

პოზიციონირება საერთაშორისო ბაზარზე. მომზადებული  სიუჟეტები და სტატიები

როგორც საფრანგეთის, ასევე სხვა ქვეყნების ტურისტულ ბაზრებს მოიცავს,  რაც

პოპულარიზაციას გაუწევს ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას, ღვინოს და

გასტრონომიას საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე.“ -განაცხადა ტურიზმის

ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა

ჯანიაშვილმა.

„საქართველო ფანტასტიკური ქვეყანაა, ხალხი საოცრად სტუმართმოყვარეა,

ქართული სამზარეულო შესანიშნავია. როგორც ფრანგი საოცრად მოვიხიბლე

ქართული კერძებით. თქვენი ქვეყანა ძალიან მრავალფეროვანი ბუნებით

გამოირჩევა, ჩვენ ვიყავი ბორჯომში, ავედით მთებში, შემდეგ წავედით კახეთში,

სადაც სრულიად განსხვავებული ატმოსფეროა. საქართველოში ძალიან დიდი და

სასიამოვნო გამოცდილება მივიღეთ“- აცხადებს Le  Figaro-ს ჟურნალისტი ჟან

ბერნარდ კარილე.

“ძალიან მოვიხიბლე ქართული სტუმარმასპინძლობით, ჩვენ ვიყავით საოჯახო

მარნებში, შევხვდით ადგილობრივებს, დავაგემოვნეთ ქართული ღვინო. კოვიდურ

პერიოდში მოგზაურები ახალი ტურისტული მარშრუტებით და საინტერესო

პროდუქტების აღმოჩენით ინტერესდებიან და ამ მიმართულებით საქართველოს

დიდი შესაძლებლობები აქვს.  სხვა ქვეყნების მსგავსად საქართველოს აქვს

საინტერესო ისტორია, მონასტერი, მაგრამ  ვფიქრობ ქართული

 

სტუმართმოყვარეობა  სხვებისგან გამორჩეულია.“-განაცხადა Unique Experiences-ის

ხელმძღვანელმა იზაბელა კორნეტმა.

 

 

 

big_banner
არქივი